მაკა ჩიჩუას გულმხურვალე შეხვედრა პატრიარქთან
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალური მიღება გამართეს. მიღებაზე ქართული პოლიელიტა მეუღლეებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. მიღებაზე მიბრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია მეორე. პატრიარქს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და პრემიერის მეუღლე გულმხურვალედ მიესალმნენ.