loader

კვიციანის შეცდომა პარლამენტში, რომელიც Facebook-ზე არ აპატიეს - დეპუტატს დაუნდობლად აკრიტიკებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კვიციანის შეცდომა პარლამენტში, რომელიც Facebook-ზე არ აპატიეს - დეპუტატს დაუნდობლად აკრიტიკებენ

გუშინ, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პასუხობდა, მასთან დებატებში ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი შევიდა.
კვიციანის ფრაზამ, "ეს დოლარები ეროვნული ბანკის რეზერვუარებში უნდა წავიდეს?" ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. დეპუტატს შეცდომა არ აპატიეს და უამრავი კრიტიკული პოსტი დაიწერა.

რამდენიმე გამოხმაურება Facebook-დან:

Michael Japaridze:
რეზერვუარებში კი არა ცისტერნებში კვიციან....
და თან რომ დაფიქრდა : დალაგებულად ვილაპარაკო და რამე იბიარდივით არ შემეშალოსო....
Giorgi Berikelashvili: ოდესმე ისევ მეჭიაურს თუ ვინატრებდი პარლამენტში ვინმეს მაგივრად, რას ვიფიქრებდი :D
Telara Gelantia: ბატონო კობა, გაოცებული ვარ თქვენით - როგორ მოახერხეთ და სერიოზული სახით ისმენდით ამ ყველაფერს, რომ ბატონ ემზარს უხერხულობა არ ეგრძნო :) ...
Tamuna Kurashvili: ამ კაცმა ყველს გადაუჯოკრა