"შორს თქვენი ჭუჭყიანი ხელები ჩემი ოჯახისგან" - სააკაშვილი ცოლ-შვილთან დაკავშირებულმა კითხვებმა მწობილებიდან გამოიყვანა
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და პარტია "БПП"-ის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო "112 Украина"-ს პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სააკაშვილი მწყობილებიდან გონჩარენკოს სიტყვებმა გამოიყვანა, რომელიც დაჟინებით ეკითხებოდა მას, თუ სად ცხოვრობს მისი შვილი ამჟამად. "თავი გაანებეთ ჩემ ოჯახს. მე თქვენსას არ ვეხები. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შორს თქვენი ჭუჭყიანი ხელები ჩემი ოჯახისგან", - უპასუხა მას სააკაშვილმა.