loader

როგორ აღნიშნავს პატრიარქი ბარბარობას მრევლთან ერთად და რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ამ დღის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აღნიშნავს პატრიარქი ბარბარობას მრევლთან ერთად და რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ამ დღის შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში, 12:00 საათზე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს. დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები. ასევე, საზოგადოება "ივერიისას" წარდგინება მოხდება, რომელიც ფონდი "ივერიისას" რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა.