ეს ლოცვა ბარბარობას ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს
17 დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს სასურველია, მორწმუნე ოჯახი დილიდან ემზადებოდეს ლოცვისთვის, ეზიაროს და ამით გამოხატოს ღრმა თაყვანისცემა წმინდა ბარბარესადმი. წმინდა ბარბარეს ცხოვრებაში ვკითხულობთ: "ბარბარე თავის განუზომელ მეოხებას ავლენს მათზე, ვინც მისი სახელით შეევედრება უფალს, რომ განკითხვის დღეს ცხონდეს განკითხვის გარეშე".