ყველას, ვისაც თქვენი პირადი მონაცემები ნაცნობისათვის გაგინდიათ, შესაძლოა ეს დაგემართოთ
ნინო გურაშვილის პირადი მონაცემებით მისმა თანამშრომელმა ბოროტად ისარგებლა. დაზარალებული ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ ონლაინ-სესხის აღებაში თანამშრომელი დაეხმარა, ამ ამბიდან თვეების შემდეგ კი მისი მონაცემებით ბოროტად ისარგებლა და ონლაინ-სესხების კომპანიებიდან ისე გამოიტანა თანხები, რომ ამის შესახებ ნინო გურაშვილს წარმოდგენაც არ ჰქონდა. ფაქტის წინაშე ჩვენი რესპონდენტი მაშინ აღმოჩნდა, როდესაც დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის სახელზე არსებული დავალიანება სასწრაფოდ უნდა დაეფარა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.წ. შავ სიაში აღმოჩნდებოდა.
ავტორი: თიკო გურაშვილი
ოპერატორი: გიგა დანელია
მონტაჟი: გიორგი კუსიანი

ავტორი: თიკო გურაშვილი
ოპერატორი: გიგა დანელია
მონტაჟი: გიორგი კუსიანი
