loader

პაატა ბურჭულაძე ისევ გამოჩნდა - რას აპირებს "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაატა ბურჭულაძე ისევ გამოჩნდა - რას აპირებს "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი?

"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე სცენას უბრუნდება. ამის შესახებ პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც ჭადრაკის სასახლეში გაიმართა. ყრილობაზე პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური პლატფორმა ახალგაზრდა თაობას გადაულოცა, თავად კი, როგორც აღინიშნა, უცხოეთში მიემგზავრება და საერთაშორისო კარიერას უბრუნდება. რაც შეეხება "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალ თავმჯდომარეს, მას ნიკა მაჭუტაძე უხელმძღვანელებს. 24 წლის ნიკა მაჭუტაძე პოლიტიკის მეცნიერებათა მკვლევარი, კონსტიტუციონალისტი და ისტორიკოსია. ის პაატა ბურჭულაძის გვერდით პარტიის შექმნის პირველივე დღიდან იყო.