ნაპოლეონი - პერსონა, რომელმაც შექმნა ისტორია
12 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ივანე მენთეშაშვილის წიგნის, „ნაპოლეონის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი პროექტის, „50 პერსონა, მათ შექმნეს ისტორია“ ფარგლებში გამოიცა და იგი მკითხველს მთავარ პერსონაჟს გააცნობს უფრო პიროვნული კუთხით და არა, როგორც გენერალს. წიგნი უკვე გაყიდვაშია და მისი შეძენა 9 ლარადაა შესაძლებელი.