loader

ხულოს გზაზე ჩამოწოლილ ზვავში ორი ახალგაზრდა მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხულოს გზაზე ჩამოწოლილ ზვავში ორი ახალგაზრდა მოყვა

სოფელ ბოძაურში ჩამოწოლილ ზვავში ორი ახალგაზრდა მოყვა. ისინი ადგილობრივების დახმარებით თოვლის მასიდან დროულად ამოიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტში მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, ახალგაზრდებს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ბესიკ ბაუჩაძის თქმით, სოფელში გზის გაწმენდა მიმდინარეობდა, როდესაც ზვავი ჩამოწვა და იქვე მყოფი ორი ახალგაზრდა მოიყოლა.