შრი ლანკაში 800 კილოგრამამდე კოკაინი ამოიღეს
შრი-ლანკაში პოლიციამ 800 კილოგრამამდე კოკაინი ამოიღო. ნარკოტიკული საშუალების საერთო ღირებულება 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კოკაინი გემზე არსებულ კონტეინერში იპოვეს, რომელიც ხის მასალასთან ერთად იყო დამალული. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება ყველაზე დიდია, რაც კი შრი-ლანკას პოლიციას აქამდე უპოვია. სპეცოპერაციაში 30-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.