პირველად ისტორიაში... ეს უნდა ნახოთ - კანადელი წყვილი, რომელიც პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
საფრანგეთში მიმდინარე ფიგურული სრიალის გრან-პრის ფინალზე, კანადელმა წყვილმა - ტესა ვირტუმ და სკოტ მოირმა ფურორი მოახდინეს. ისინი ოლიმპიური ჩემპიონები არიან. მათ მოკლე პროგრამა უშეცდომოთ ისრიალეს და 80,50 დაიმსახურეს, რაც ასევე ახალი მსოფლიო რეკორდია.