loader

ფასანაურთან ტრაილერის მძღოლი დაიღუპა - ადგილზე 10 დღის განმავლობაში ჩარჩენილი მძღოლები დახმარებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფასანაურთან ტრაილერის მძღოლი დაიღუპა - ადგილზე 10 დღის განმავლობაში ჩარჩენილი მძღოლები დახმარებას ითხოვენ

ფასანაურთან ტრაილერის მძღოლი დაიღუპა - ასეულობით ტრაილერი ფასანაურთან მეათე დღეა გზაზეა ჩარჩენილი. საკვების, ფულის და საწვავის გარეშე დარჩენილი მძღოლები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ადგილზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და მათ ყურადღებას არავინ აქცევს. მძღოლის გულის შეტევით გარდაცვალებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ადგილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება შეუძლებელია და მძღოლებს პოლიცია ამიტომ არ ატარებს.