loader

მთავრობა წინ მიდის, რომ უფრო გამხდარი იყოს - ალექსანდრე ჯეჯელავა ოპტიმიზაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობა წინ მიდის, რომ უფრო გამხდარი იყოს - ალექსანდრე ჯეჯელავა ოპტიმიზაციაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ოპტიმიზაცია უწყებაში ყოველწლიურად განხორციელდება.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, საუბარი შეიძლება იყოს როგორც ფუნქციების გაუქმებაზე, ასევე დამატებაზე. მინისტრის ინფორმაციით, სსიპ-ების გაუქმება ამ ეტაპზე გეგმაში არ არის, თუმცა სსიპ-ებში ფუნქციების გაუქმება შესაძლებელია.
”კერძო სექტორში ვმუშაობდი და ყოველწლიურად ვაკეთებდით ოპტიმიზაციასაც, გადახედვასაც. ზოგან მეტი ხალხი გვეყოლება, ზოგან - ნაკლები. ჩვენ 10%-ით ნაკლებს დავხარჯავთ როგორც ანაზღაურების, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენი ადამიანი გათავისუფლდება სამსახურიდან, ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ იმდენი, რამდენიც ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომელთა შესრულებაც მათ გარეშე არის შესაძლებელი. ჯეჯელავა ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი 6 თვეა დაწყებული აქვს.