მთავარი მაგისტრალები საქართველოში, სადაც შეზღუდვებია - უახლესი მონაცემები გზებიდან
საქართველოს ცენტრალური მაგისტრალების ნაწილზე შეზღუდვები შენარჩუნებულია. ამ დროისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ასევე თავისუფალია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. რაც შეეხება გუდაური(ფოსტა)-კობის მინაკვეთს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.