loader

"დახვეწილობის კურსებთან" დაკავშირებით დავით ნარმანია პირველ კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დახვეწილობის კურსებთან" დაკავშირებით დავით ნარმანია პირველ კომენტარს აკეთებს

ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრენინგებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ვიდრე ეტიკეტი და პროტოკოლია - ასე ეხმაურება თბილისის მერი მერიაში ეტიკეტთან და პროტოკოლთან დაკავშირებით ჩასატარებელ ტრენინგებს. დავით ნარმანიამ მერიის თანამშრომლებს მოუწოდა, მეტი ყურადღებით იყვნენ, როცა თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს გეგმავენ. მერიის თანამშრომლებისთვის ეტიკეტის შემსწავლელი ტრენინგის ჩატარების საკითხს გუშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ როდესაც თბილისელებს უჭირთ, ასეთ ტრენინგებზე თანხები არ უნდა იხარჯებოდეს.