დედა, რომელმაც სიმღერა შვილის გადასარჩენად დაიწყო, "ნიჭიერის" ნახევარფინალში გადაიყვანეს
"ნიჭიერის" სცენაზე გრაფიკული დიზაინერი თამარ ყველაშვილი წარსდგა, რომელმაც სიმღერა შვილის დაავადების დასამარცხებლად ისწავლა. მისმა ემოციურმა ისტორიამ და ნამღერმა დარბაზზე და ჟიურიზე ძალიან იმოქმედა. შოუს წამყვანებმა ჟიურისთან მიირბინეს და ოქროს ღილაკით კონკურსანტი პირდაპირ ნახევარფინალში გადაიყვანეს.