loader

როგორ შემოაქვთ საქართველოში უკანონოდ დიდი ოდენობით მედიკამენტები - საგამოძიებო სამსახური ოპერატიულ კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შემოაქვთ საქართველოში უკანონოდ დიდი ოდენობით მედიკამენტები - საგამოძიებო სამსახური ოპერატიულ კადრებს ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.
როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტის, სარფის გავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ძვირად ღირებული მედიკამენტები. საგამოძებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების დროს დააკავა, ხოლო მედიკამენტები მისი კუთვნილი ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.