loader

რა მდგომარეობაშია დღეს ტაძარი, სადაც 300-მა არაგველმა ბრძოლის წინ ფიცი დადო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მდგომარეობაშია დღეს ტაძარი, სადაც 300-მა არაგველმა ბრძოლის წინ ფიცი დადო

"თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილ იყოს, ვინც ჩვენგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე, ან სიკვდილი ბრძოლის ველზე" - ეს ფიცი კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300-მა არაგველმა, გადმოცემის თანახმად, დუშეთის რაიონის სოფელ ნაღვარევში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დადო.

დარბაზული სტილის ტაძარი, სადაც არაგველებმა ფიცი დადეს, მე-12 საუკუნით თარიღდება. ამ ისტორიული ფაქტის გარდა, მცირე ზომის სალოცავი არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ინცორმაციას ინახავს. ზუსტად არავინ იცის, როგორ, თუმცა დადასტურებულია, რომ ნაღვარევის ტაძარი ადრე მთიდან გადმოჰ­ყურებდა ხეობას, შემდეგ კი ნიაღვარს ბარში ჩამოუტანია..