loader

ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი" 1 წლის გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი" 1 წლის გახდა

ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი" ერთი წლის გახდა. ტელეკომპანია ახალი, საინტერესო, შეცვლილი სახით პირველად 2015 წლის 30 ნოემბერს გავიდა ეთერში და დაიკავა ის ადგილი, რომელიც მანამდე თავისუფალი იყო - გახდა პირველი საინფორმაციო ტელევიზია საქართველოში. "პალიტრანიუსი" - ეს არის სიახლეები უწყვეტ რეჟიმში, 24-საათიანი მაუწყებლობა ყოველ საათში ერთხელ საინფორმაციო გამოშვებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ სიახლეები პოლიტიკის, კულტურის, ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ მაშინ, როდესაც ეს თქვენ გინდათ. არხი მაყურებელს სთავაზობს მრავალფეროვან შემეცნებით რუბრიკებსა და საავტორო თოქ-შოუებს. "პალიტრანიუსი" არის მათთვის, ვისთვისაც დრო, ინფორმაციის ხარისხი, ოპერატიულობა და ობიექტურობა მნიშვნელოვანია.