როგორ გადაეხვია აფხაზი ქართველს!.. სასიამოვნო კადრი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს
რუსეთის პრემიერლიგის XV ტურში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" დრამატული შეხვედრის ბედი 94-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ულამაზესი "მაკრატელათი" გადაწყვიტა. იქ ერთი საინტერესო დეტალი იყო: თორნიკეს "კრასნოდარის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გადაეხვია და მამობრივი სიყვარულით მიმართა - "რამდენი სცადე და ბოლოს მაინც გამოგივიდა, გენაცვალე". ბევრმა არ იცის, რომ ეს ჭაღარა კაცი "კრასნოდარის" გენერალური დირექტორი, ეროვნებით აფხაზი - ვლადიმირ ხაშიგია. ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან სასიამოვნო კადრია...
წყარო: SPORTALL.GE
წყარო: SPORTALL.GE