loader

რა ვიდეოს აქვეყნებს ქრისტინე იმედაძის მილიონერი შეყვარებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიდეოს აქვეყნებს ქრისტინე იმედაძის მილიონერი შეყვარებული

ქრისტინე იმედაძის შეყვარებული თოშა ქებურია ორი დღის წინ იუბილარი იყო. ქართველი მილიონერის, ბუბა ქებურიას ვაჟმა საკუთარი დაბადების დღე თბილისში გადაიხადა. წვეულებაზე მეგობრები, ოჯახის წევრები და ქრისტინე იმედაძე ჰყავდა მიწვეული. დაბადების დღის ამსახველი ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ქრისტინე თოშასთან ერთად მღერის.
მათი რომანის შესახებ თბილისში ორი წლის წინ ალაპარაკდნენ, თუმცა ისინი რომანს აქამდე საგულდაგულოდ მალავდნენ. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქრისტინე და თოშა დაშორდნენ, რის შემდეგაც მილიონერის ვაჟმა სოციალურ ქსელში ქრისტინესთან ერთად უკრაინაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.