loader

თვითმფრინავი, რომელშიც ბრაზილიელი საფეხბურთო კლუბის წევრები იყვნენ, ჩამოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავი, რომელშიც ბრაზილიელი საფეხბურთო კლუბის წევრები იყვნენ, ჩამოვარდა

კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სამშაბათს დილით თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა, - იუწყება ბრაზილიური O Globo.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, არიან გადარჩენილები.
თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეხბურო კლუბის, "შაპეკოენსის" ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან, "ატლეტიკო ნასიონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მედელინის მერმა ფედერიკო გუტიერესმა მომხდარს "უდიდესი ტრაგედია" უწოდა, თუმცა დაამატა, რომ შესაძლოა, ჩამოვარდნის შედეგად გადარჩენილი მგზავრები ყოფილიყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზად საწვავის ნაკლებობა სახელდება.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით.