loader

ყველასგან მიტოვებული მხატვარი, რომელიც ბაღლინჯოებით სავსე ოთახში ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველასგან მიტოვებული მხატვარი, რომელიც ბაღლინჯოებით სავსე ოთახში ცხოვრობს

ახლა სრულიად მარტო, ნაქირავებ პატარა, ნესტიან და ბაღლინჯოებით სავსე ოთახში აგრძელებს ცხოვრებას... დაზიანებული სახურავიდან აწვიმს. რკინის საწოლზე ლეიბის მაგივრობას მუყაოს ქაღალდი უწევს. ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა ავადმყოფობის გამო გაუარესდა. ექიმებმა ტროპიკული წყლულის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება გაურთულდა, მკურნალობას კი დიდი თანხები სჭირდება, რისი საშუალებაც არ აქვს.
წლებმა მხოლოდ მის გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე იქონია გავლენა. გული სწყდება, რომ დღეს თითქმის აღარავის ახსოვს. მოძალებულ ემოციებს ამ პატარა ოთახში, ხატვაში იკლავს.
ქირაში 70 ლარს იხდის. მისი შემოსავლის წყარო პენსიაა, რომლის ნაწილიც წინასწარ აქვს გამოტანილი და ნახევარი უკავდება. ხშირად არის დღეები, როცა პურიც არ აქვს. საკვები ნახატების გაყიდვაზეა დამოკიდებული. თუ ვინმე დაუკვეთავს მაშინ ხატავს.. - გაიცანით ყველასგან მიტოვებული მხატვარი.