loader

საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

"იუნისეფის" მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე არასრულწლოვანი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს შეძლებული ოჯახებიდან. კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ორ წელიწადში ოჯახების საშუალო მოხმარება გაზრდილია, თუმცა უცვლელია მათი შემოსავალი.

საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების წინაშე. საჭიროა მეტი ინვესტიცია ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის. სხვაგვარად გვექნება ნელი ზრდა, მეტი უთანასწორობა და ნაკლები სტაბილურობა.

სახელმწიფოს რეკომენდაციებით მიმართავენ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტი ისეთი პროგრამებით უნდა დაიგეგმოს, რომელიც მოსახლეობას ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ტვირთს შეუმსუბუქებს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობამ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები ბოლო წლებში მაქსიმალურად გაზარდა.