შსს-მ 224 აბი "სუბუტექსი" ამოიღო
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. ბათუმში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 224 აბი "სუბუტექსი" ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.