loader

ჯიბის პრინტერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯიბის პრინტერი

იერუსალიმის ტექნოლოგიური კოლეჯის სტუდენტებს დაებადათ იდეა, შეექმნათ პორტატული მინი-პრინტერი, რომლის ყვველგან წაღება და საჭირო დროს გამოყენება შეიძლება. Zuta Pocket Printer - ეს არის ეგრეთ წოდებული ჯიბის პრინტერი, რომელიც ჰოკეის ბურთზე ოდნავ დიდია და სულ რაღაც 350 გრამს იწონის.

როგორც ამბობენ, იმისთვის, რომ ტექსტი ქაღალდზე გადმოიტანოთ, საკმარისია, მინი-პრინტერი ფურცელზე მოათავსოთ და ის მას ზედაპირზე დააკოპირებს. იდეის ავტორების თქმით, პრინტერს შეუძლია ნებისმიერი სტანდარტული ზომის ფურცელზე და ნებისმიერ ზედაპირზე ბეჭდვა.