უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა საქართველოს გადმოსცეს
უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა საქართველოს გადასცეს, - ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან განუცხადა. მისი ინფორმაციით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეუძლიათ. ამიტომაც, როგორც ვარიანტი, განიხილება მისი საქართველოში ექსტრადირება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. "უკრაინსკაია პრავდამ" კომენტარისთვის სააკაშვილის პრესსამსახურსაც მიმართა, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.