loader

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერი ბარაქ ობამაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერი ბარაქ ობამაა

მსოფლიო ლიდერების ხელფასის რეიტინგში აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას სახელფასო მაჩვენებელი ლიდერობს. ამას მოწმობს კვლევითი ცენტრის, Statista-ს მონაცემები, რასაც გამოცემა Echos ავრცელებს.
წლის განმავლობაში ამერიკის ლიდერი 400 ათას დოლარს გამოიმუშავებს, მაშინ, როდესაც მისი შემცვლელი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო ხელფასზე უარს ამბობს და სიმბოლურად მხოლოდ 1 დოლარს მიიღებს.

რეიტინგში მეორე ადგილს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ თრიუდო იკავებს, წელიწადში 260 ათასი დოლარით. მესამე ადგილზეა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომლის ერთი წლის შემოსავალი, ხელფასის სახით, 234 ათას დოლარს შეადგენს.