მულტფილმი, რომელშიც მამას შვილის შერთვა სურს ცოლად - ახალი სკანდალი Facebook-ზე
ბოლო დღეებია ქართული ინტერნეტსივრცე ზღაპრების თემატიკითაა აჭრელებული. ჯერ იყო და "მოძალადე კომბლეზე" ქილიკობდა მინისტრი თუ უბრალო მოკვდავი, ახლა კი კიდევ ერთმა ზღაპარმა შეაშფოთა ინტერნეტმომხმარებლები. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, სადაც ერთ-ერთი ზღაპრის ნაწყვეტია აღბეჭდილი, "ფეისბუქმომხმარებლები" გააოგნა. ზღაპრის მოკლე შინაარსი ასეთია - მეფე, რომელსაც ცოლი მოუკვდება, წლების შემდეგ საკუთარი ასულის ცოლად მოყვანას გადაწყვეტს.
ეს ნაწყვეტია შარლ პეროს ზღაპრიდან "ვირისტყავა", რომელიც ერთ-ერთ ქართულ გამომცემლობას ეკუთვნის (იხილეთ დეტალები სტატიაში). წიგნი საბავშვო საკითხავის კატეგორიაშია მითითებული.
აღნიშნულ ზღაპარზე შექმნილია მულტფილმიც და მხატვრული ფილმიც.