"მტირალა" იდუმალი მცენარე, რომელიც საშიშ სითხეს გამოყოფს
ალოკაზია ერთ-ერთი პოპულარული მცენარეა მეყვავილეებს შორის. მისი უამრავი სახეობა არსებობს, თუმცა საქართველოში ყველაზე გავრცელებული ალოკაზია არმა და ალოკაზია ოდორაა.
ალოკაზიას უცნაური თვისება აქვს: გაწვიმებამდე "ტირილს იწყებს" - მისი ფოთლის წვერზე ჩნდება გამჭვირვალე წვეთები, რის გამოც "მტირალას" ეძახიან.
ალოკაზიის ყველა სახეობა შხამიანია და მოვლის განსაკუთრებულ წესებს მოითხოვს. საშიშია სითხე, რომელსაც მისი ნაწილები გამოყოფს. კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას მის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ აუცილებელია, ალოკაზიის ნებისმიერი სახეობა მოათავსოთ ისეთ ადგილას, რომ მას არ ეხებოდნენ არც ბავშვები და არც შინაური ცხოველები. უმჯობესია, მცენარესთან მუშაობის დროს ხელთათმანი გაიკეთოთ, სამუშაოების დამთავრების შემდეგ კი ხელი აუცილებლად საპნით დაიბანოთ.