loader

ხელსაწყო, რომელიც გიტარაზე დაკვრას გასწავლით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელსაწყო, რომელიც გიტარაზე დაკვრას გასწავლით

წარმოიდგინეთ, ყველას, ვისაც სურს, რომ შეეძლოს გიტარაზე დაკვრა. დღეს ეს უკვე შესაძლებელია ინოვაციური გიტარის ხელსაწყოს, FRETX-ის მეშვეობით. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მოწყობილობას შეუძლია მარტივად და სწრაფად გასწავლოთ საყვარელი კომპოზიციების დაკვრა. FRETX მაგრდება ნებისმიერ გიტარაზე, აკუსტიკურზე თუ ელექტრონულზე და გასწავლით, რომელი აკორდები აიღოთ. კერძოდ, ის ანათებს და გაჩვენებთ, რომელ სიმებს უნდა დაადოთ თითები.

იდეის ავტორების თქმით, მისი გამოყენება ძალიან მარტივია: უნდა გამოიწეროთ სპეციალური მობილური აპლიკაცია, აარჩიოთ სასურველი კომპოზიცია და FRETX თვითონ გაჩვენებთ, როგორ დაუკრათ. გარდა ამისა, აპლიკაციას გააჩნია ფუნქცია, მოისმინოს თქვენი დაკრული და შეგიფასოთ, რამდენად სწორად შეასრულეთ მოცემული დავალება. ის მომენტალურად ამყარებს თქვენთან უკუკავშირს და გისწორებთ შეცდომას. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ შეცდომებზე სწავლა და ტექნიკის დახვეწა.