სამოთხის ფრინველი
სამოთხის ფრინველი - ზღაპრულად ლამაზი ფრინველია, რომელიც მხოლოდ ავსტრალიის კონტინენტზე და ახალი გვინეის კუნძულზე ბინადრობს. ევროპელებმა ის 1522 წელს გაიცნეს, მაგელანის ექსპედიციის წყალობით. სამშობლოში დაბრუნებულმა ეკიპაჟის წევრებმა ევროპაში ამ ფრინველის ბუმბულები ჩაიტანეს, რომლებსაც მაღალი წრის ქალბატონები სამკაულებად იყენებდნენ.