loader

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 3 ლარით შემცირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 3 ლარით შემცირდა

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 160 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც სექტემბერთან შედარებით 2 ლარით და 80 თეთრით მეტია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი საარსებო მინიმუმი 3 ლარით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა ოქტომბერში 141 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, ხოლო საშუალო ოჯახისამ - 268 ლარი.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 226 ლარია, სამსულიანის - 255, ხოლო ოთხსულიანის  - 283 ლარი. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 319 ლარით განისაზღვრა, ექვსი და მეტსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 377 ლარით.