loader

ქრთამის აღებისას დუშეთის გამგეობის თანამშრომელი მერი მთიულიშვილი დააკავეს - სუს-ის ოპერატიული მასალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქრთამის აღებისას დუშეთის გამგეობის თანამშრომელი მერი მთიულიშვილი დააკავეს - სუს-ის ოპერატიული მასალა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლობის მთავარი სპეციალისტი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერი მთიულიშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მერი მთიულიშვილმა მოქალაქეს საქონლის ყალბი წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.