loader

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, პარლამენტის პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით "ნაჩქარევი განცხადებებისგან" თავი შეიკავონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, პარლამენტის პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით "ნაჩქარევი განცხადებებისგან" თავი შეიკავონ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით "ნაჩქარევი განცხადებების" გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქვეყნის პირველი პირი სხდომის თარიღთან დაკავშირებით შესაბამის სამართლებრივ აქტს მას შემდეგ გამოსცემს, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.