loader

გეომეტრიული ინსტრუმენტი ვიზუალური ეფექტით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გეომეტრიული ინსტრუმენტი ვიზუალური ეფექტით

OTO - არის ერთი შეხედვით გეომეტრიული ფიგურების კომპლექტი, რომლის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ თქვენი მუსიკა, დაუკრათ ცოცხალი ელექტრონული მუსიკა ან გააკეთოთ სხვა მრავალი რამ, რის საშუალებასაც თქვენი ფანტაზია მოგცემთ. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მისი გამოყენება შეუძლია ისევე როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულ მუსიკოსს ან თუნდაც მუსიკის სრულად არმცოდნე ადამიანს.

OTO-ს თითოეული ფიგურა ბლუთუზით უკავშირდება თქვენს ლეპტოპს და მისი მოძრაობის შედეგად გამოსცემს ჟღერადობას. თითოეულ ინსტრუმენტს განსხავებული ფორმა აქვს და განსხვავებულ ხმას გამოცემს. გარდა ამისა, ფორმებში ჩამონტაჟებულია დიოდური ნათურები, რომლებიც სხვადასხვა ფრად ანათებს, ვიზუალურ ეფექტს ქმნის და ატმოსფეროს კიდევ უფრო ალამაზებს.