მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა. პროექტის მიხედვით, მდინარის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ ხრეშოვანი გრუნტით დამბა, მის წინა მხარეს კი დამცავი საფარი მოეწყო. ასევე დასრულდა " მზიურის" მიმდებარედ მდინარის კალაპოტის გაგანიერება, რკინა-ბეტონის კონსტუქციის კედლის აგება და მდინარის წყლის შემშვებ-გამომშვები მილების მოწყობა.
სამუშაოებს კომპანია შპს "ერკერი" აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და მისი დასრულება ნოემბრის ბოლოს იგეგმება. პროექტის საერთო ღირებულება მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი ლარია.
სამუშაოებს კომპანია შპს "ერკერი" აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და მისი დასრულება ნოემბრის ბოლოს იგეგმება. პროექტის საერთო ღირებულება მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი ლარია.