loader

პრეზიდენტი ლარის კურსზე - საჭიროა ეფექტური და ზოგჯერ არაორდინარული ნაბიჯების გადადგმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტი ლარის კურსზე - საჭიროა ეფექტური და ზოგჯერ არაორდინარული ნაბიჯების გადადგმა

პრეზიდენტი ლარის კურსზე - საჭიროა ეფექტური და ზოგჯერ არაორდინარული ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ შეექმნას. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვალებადობა, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის მოსახლეობას და შესაბამისად, დღეს ეს არის ის პრიორიტეტული თემა, რომელზეც ზრუნვა ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს.