ევროკავშირი და UNDP მედიაში საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას დადებითად აფასებენ
ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას მედიაში დადებითად აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ არსებობს სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.
ევროკავშირმა და გაერო-ს განვითარების პროგრამამ დღეს წარმოადგინეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგის მეოთხე ანგარიში, რომელიც მოიცავს 26 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში შომბი შარპი, ხოლო მედიამონიტორინგის ანგარიშები წარადგინეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ (ტელეარხების მედიამონიტორინგი), “ინტერნიუს საქართველომ“ (რადიოსადგურების მედიამონიტორინგი) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (ბეჭდური და ინტერნეტმედიის მონიტორინგი).