loader

ოქტომბერში ბენზინისა და დიზელის იმპორტი 19,5 ათასი ტონით გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოქტომბერში ბენზინისა და დიზელის იმპორტი 19,5 ათასი ტონით გაიზარდა

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 115,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 19,5 ათასი ტონით აღემატება სექტემბრის თვის მაჩვენებელს - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბენზინის საწვავის იმპორტმა 56,7 ათასი ტონა შეადგინა (კლება 0,8 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 58,9 (მატება 20,3 ათასი ტონით) ათასი ტონა: "საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2016 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 38,8 ათასი ტონა, ანუ 68,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 16,8 ათასი ტონა, ანუ 29,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,1 ათასი ტონა, ანუ 2,0%.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე