loader

გარდაცვლილთა დღე მექსიკაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაცვლილთა დღე მექსიკაში

გარდაცვლილთა დღე - მხიარული დღესასწაულია მექსიკაში, რომელიც ყოველი წლის 2 ნოემბერს იმართება. მთელ მექსიკაში მაღაზიები შაქრისა და პურისაგან დამზადებულ ჩონჩხებსა და თავის ქალებს ყიდიან. ჩონჩხებად გადაცმული მექსიკელები დიდ საცეკვაო მსვლელობებს აწყობენ. სახლებში ამზადებენ პატარა საკურთხევლებს, რომელთა წინაშეც ლოცულობენ და გარდაცვლილ მეგობრებსა და ნათესავებს იხსენებენ. საკურთხევლებს ყვავილებით, სანთლებითა და გარდაცვლილთა ფოტოსურათებით რთავენ.

მკვდართა დღე 2008 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. იგი ყოველი წლის 31 დეკემბერს აღინიშნება. მექსიკაში მკვდართა დღე ეროვნულ დღესასწაულადაა გამოცხადებული.