loader

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ACI Europe-ის ხუთეულში მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ACI Europe-ის ხუთეულში მოხვდა

TAV Georgia-ს მფლობელობაში არსებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის სექტემბრის თვეში (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით) მგზავრთა ნაკადი 52.5%-ით გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 51 654 მგზავრს მოემსახურა და ამ მაჩვენებლით ევროპის იმ აეროპორტებს შორის მოხვდა, რომელთა წლიური მგზავრთა ნაკადი 5 მილიონს არ აღემატება.
ევროპის 234 აეროპორტის მგზავრთა ნაკადის ზრდის პროცენტული მონაცემები ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ გამოაქვეყნა.