loader

თურქეთში გაზეთი "აფხაზია" გამოჩნდა - აღშფოთებული ქართული დიასპორა აქციებით იმუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში გაზეთი "აფხაზია" გამოჩნდა - აღშფოთებული ქართული დიასპორა აქციებით იმუქრება

თურქეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, თურქეთის რამდენიმე რეგიონში თურქულ გაზეთთან ერთად აფხაზეთის შესახებ დანართის დარიგებას ქართული დიასპორის მხრიდან შესაძლოა საპროტესო აქციები მოჰყვეს. როგორც კოპლატაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფაქტით შეწუხებულია თურქეთის საგარეო უწყება. მისი თქმით, ცხადია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დაკვეთით მაღალტირაჟიან კერძო გაზეთ ”საბასთან” ერთად რამდენიმე რეგიონში უფასოდ დარიგდა აფხაზეთის შესახებ დანართი.