loader

"წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვა გადაარჩენს საქართველოს" - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვა გადაარჩენს საქართველოს" - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ასიათასი მოწამის ხსენების დღეს, 100 000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე პარაკლისი აღავლინა.
დღესვე, ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით, კონცერტი გაიმართა. კონცერტის შემდეგ კი მეტეხის ხიდზე შემოქმედებითი გაერთიანება "ეროვნული იმპერატივი" და "საქართველოს ხრიდოლის აკადემია" თეატრალური დადგმით - "ასი ათასი წამებულის დღე" წარდგა.
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალ-ალ-ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.