საქართველოს 23-წლამდელთა ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიგო
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 2 ოქროს მედლით დაასრულა. თელ-ავივში გამართულ 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები კობა მჭედლიშვილმა და ბექა ღვიანიაშვილმა მოიპოვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში მჭედლიშვილი იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს დაუპირისპირდა, რომელიც ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი - იპონზე.
ოლიმპიადამოვლილმა ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვიანიაშვილმა კი გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსი იაჰორ ვარაპაევი დაამარცხა. ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.
აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილმა ტურნირზე გამართული ხუთი ბრძოლიდან ოთხი სუფთად მოიგო.