loader

ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დღეს, დილით ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.