loader

პროგრამების - "დანერგე მომავალი" და "ქართული ჩაი" ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის დანერგვას შეძლებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროგრამების - "დანერგე მომავალი" და "ქართული ჩაი" ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის დანერგვას შეძლებენ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/REAP (საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამების - „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარებს ტექნიკური დახმარების სფეროში სემინარები უტარდებათ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, სასწავლო კურსის მონაწილეები ინფორმაციას პირველადი აგროწარმოების სტანდარტის „GLOBAL GAP“ შესახებ იღებენ, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავს: ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები, ბაღის მოვლა/მორწყვა, შეწამვლა, მავნებლებთან ბრძოლა, სასუქის შეტანის ტექნოლოგია, პერსონალის უსაფრთხოების წესები, მოსავლის აღება, დასაწყობების და დაფასოების წესები.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე