loader

პატიმრობა კანაფის დათესვა-მოყვანისთვის: სასჯელს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატიმრობა კანაფის დათესვა-მოყვანისთვის: სასჯელს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

თავისუფლების აღკვეთა კანაფის დათესვა-მოყვანისთვის. სასჯელს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. სადავოა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის რიგი პუნქტები, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას კრძალავს. საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი და იგივე შინაარსის სამი სარჩელია შეტანილი, რომელსაც აღნიშნული სადავო ნორმა აერთიანებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანაფის დათესვა-მოყვანისთვის სასჯელი მკაცრია და არ უნდა ითვალისწინებდეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვის გამო პატიმრობა სასამართლომ ერთი წლის წინ გააუქმა.