ხელფასიანი პატიმრები - რამდენ ლარს იღებდნენ გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი ყოველთვიურად?
ხელფასი ციხეში - პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა პარტიიდან ხელფასის სახით ყოველთვიურად 3750 ლარს, ხოლო ვანო მერაბიშვილი 3 875 ლარს იღებდა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ უგულავაც და მერაბიშვილიც დღემდე პარტიის ლიდერები არიან და როგორც თანამდებობის პირები, ხელფასს იღებდნენ. პარტიაში განმარტავენ, რომ ხელფასების გაცემა დაფინანსებისა და შემოწირულობების ხარჯზე ხდებოდა, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული ფინანსური პროლემების გამო გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი ერთი წელია, ხელფასებს აღარ იღებენ.