"ქუდი ჩამომაფარეს თვალებზე" - ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული მოქალაქე დაკავებას იხსენებს
ჯარიმის გადახდის შემდეგ ცხინვალის ციხიდან საქართველოს ექვსი მოქალაქე გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მათგანი სოფელ დიციდან, ხუთი კი ხაშურის რაიონიდან აიყვანეს. ექვსივე დაკავებულს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებდა, თუმცა საქართველოს მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ მათ საოკუპაციო ზოლი არ გადაუკვეთავთ და ტერიტორიაზე, სადაც რუსმა სამხედროებმა აიყვანეს, არავითარი ამკრძალავი ნიშანიც კი არ ყოფილა.